,,დეოლიგარქიზაცია უკრაინას უფრო ეხება, ჩვენ საერთოდ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს – ივანიშვილს ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი – კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, თავის ნიჭით, ჩამოტანა დახარჯა ჩვენს ქვეყანაში” – ღარიბაშვილი

ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ  რომ არა ივანიშვილი, ოპოზიცია “აქ გააკეთებდა მეორე მარიუპოლს და გაწირავდა ქვეყანას”. ღარიბაშვილის აზრითვე, ივანიშვილმა ფული სხვა ქვეყანაში ნიჭით იშოვა და შემდეგ საქართველოში დახარჯა.

პრემიერმა ოპოზიციას განუმარტა, რას ნიშნავს სიტყვა ოლიგარქი:

“ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ თქვე საც…სასწაულია პირდაპირ ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი – ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, თავის ნიჭით, ჩამოტანა დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მათი მმართველობის დროს. პოლიციის რეფორმა, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები…ყველაფერი უკავშირდება ამ ადამიანის სახელს. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში დაგამარცხათ, გაგყარათ პოლიტიკიდან თქვენი დამნაშავე რეჟიმი, ეს ვერ აგიტანიათ.” თქვა ღარიბაშვილმა