უდიდესი დემონსტრაციით ხალხმა თბილისიდან სიგნალი გამოგვიგზავნა, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ გაჰყვნენ ევროპის გზას – იუკნევიჩიანე

ევროპარალმენტის წევრმა რასა იუკნევიჩიანემ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში 20 ივნისს გამართული დემონსტრაცია გაიხსენა და თქვა, რომ ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს გაჰყვნენ ევროპის გზას.

“ორშაბათს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უდიდესი დემონსტრაციით ხალხმა თბილისიდან სიგნალი გამოგვიგზავნა, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ გაჰყვნენ ევროპის გზას.

მე მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, ორივეს, მმართველ ელიტას და ოპოზიციას, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი შესანიშნავი ხალხი ამას იმსახურებს.

გამოუშვით ციხიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციური მედიასაშაულების მფლობელი, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ცხოვრების გზისთვის,”-აცხადებს ევროპარლამენტარი.