“აჩვენეთ ღარიბაშვილის გამოსვლა მსოფლიოს და არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ, არამედ, სადაც ვართ, იქიდანაც კინწისკვრით გამოგვაგდებენ”- რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრის, რომან გოცირიძის თქმით პრემიერის გამოსვლა ანტი-ევროპული და ანტი-სახელმწიფოებრივი იყო.

“აჩვენეთ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა მსოფლიოს და არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ, არამედ, სადაც ვართ, იქიდანაც კინწისკვრით გამოაგდებენ. საშინელი გამოსვლა, ანტი-ევროპული, ანტი-ქართული, ანტი-სახელმწიფოებრივი,”-აცხადებს გოცირიძე.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.