,,ეს ბიჭი რელსებიდან გადავიდა” – შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილზე

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი “რელსებიდან გადავიდა”.

ბილდტი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა – პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მისი ცოლის კომპანია ენმ-ის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტი იყო და საქართველოს ბიუჯეტიდან “მილიონები აქვს მოპარული”.

“ეს ბიჭი – მე ვსაუბრობ საქართველოს პრემიერმინისტრზე – შეკეთებას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გავიდა. ის ტრაგედიაა ამ ძალიან კარგი ქვეყნისთვის”. – წერს ტვიტერზე შვედი პოლიტიკოსი.