გუშინ ღარიბაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლება EU-ს რეკომენდაციებს არ შეასრულებს – სამადაშვილი

პარტია “ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო, საქართველო ხვალ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს.

“თუ რაიმე თეორიული შანსი არსებობდა გუშინ აქ, ამ დარბაზში ღარიბაშვილის გამოსვლამდე, რომ პოლიტიკური ნება ჩამოყალიბებულიყო განსხვავებულად ევროკავშირში, გუშინ ღარიბაშვილმა განაცხადა ღიად, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც არ აპირებს არცერთი რეკომენდაციის შესრულებას, რაც ევროკავშირმა გასცა. შეიძლება ითქვას, რომ საბოტაჟი ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღების ბოლომდე მიიყვანა გუშინ აქ ღარიბაშვილმა. ამიტომ, მე ველოდები, რომ მოლდოვას და უკრაინას მისცემენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო კი ამ სტატუსს ვერ მიიღებს”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password