,,ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს” – გიტანას ნაუსედა

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, – ასე ეხმაურება ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვასთვის მიმართვას, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერდა და ევროპულ გზაზე ქვეყნის გვერდით იდგებოდა.

ნაუსედამ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე დარჩენას უსურვებს.

„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, – წერს ლიეტუვას პრეზიდენტი.