ირაკლი ღარიბაშვილი – ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა ევროკავშირში გასაწევრიანებლად

ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახბ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო მზად არის, განახორციელოს ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად.

„მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას! მადლობა ქალბატონ ურსულას და ბატონ შარლს,“- ნათქვამია განცხადებაში.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password