ისტორიული დღეა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია, მზად ვართ, ვიმუშაოთ შემართებით მომდევნო თვეებში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს – სალომე ზურაბიშვილი

ისტორიული დღეა. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„ახლა ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ შემართებით მომდევნო თვეებში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password