„იმედი მაქვს, 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ – „ქართულო ოცნება“, ბურთი თქვენს მოედანზეა” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი  იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 6 თვეში საქართველოც მიიღებს.

„იმედი მაქვს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს განხორციელება, ევროკავშირის ინსტრუქციები კრისტალურად ნათელია. „ქართულო ოცნება”, ბურთი თქვენს მოედანზეა“, – წერს ევროპარლამენტარი.

გუშინ ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.