„გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი” – ღარიბაშვილი

„რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

„ერთს შეგახსენებთ, რომ მე გასულ წელს, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ, ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მერვეჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, თქვენი შეკითხვაც უადგილოა“, – განაცხადა პრემიერმა.