შალვა პაპუაშვილი – რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ევროკავშირის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა აქცია განხეთქილებისა და არა გაერთიანების საკითხად

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ევროკავშირის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა აქცია განხეთქილებისა და არა გაერთიანების საკითხად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ახლა მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო ევროკავშირისგან, მას გაეხსნა ევროკავშირის პერსპექტივა, რაზეც წლების წინ მიდიოდა მუშაობა

„ახლა მთავარია რადიკალური დღის წესრიგის უარყოფა. მთელი პარადოქსი მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ჩვენ, უკრაინასა და მოლდოვას გაუხსნა შესაძლებლობა განაცხადის შეტანის და ეს პროცესები დაიწყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ევროკავშირის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა აქცია განხელთქილებისა და არა გაერთიანების საკითხად. მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად იმისა, ევროკავშირში ამ თემაში ეძებონ განხეთქილება, უნდა მოძებნონ საერთო. საერთო ნიშნავს შემდეგს, რომ საქართველომ ახლა მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო ევროკავშირისგან, მას გაეხსნა ევროკავშირის პერსპექტივა, რაზეც წლების წინ მიდიოდა მუშაობა, სამწუხაროდ ეს ასოცირების შეთანხმებაშიც ვერ ჩაიწერა, მაგრამ ახლა ამ გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ და რუსეთის აგრესიამ გახადა შესაძლებელი, რომ სამივე ქვეყნის მიმართ მოხდა ამ პერსპექტივის აღიარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯებია, რომ იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რაც არის განსაზღვრული ევროკომისიის მიერ იმუშაოს პარლამენტმა, საქმის გარკვეული ნაწილი განსახორციელებელია პარლამენტის მიერ, ნაწილზე უკვე მიდის მუშაობა.

„ამ საკითხების უმეტესობას, თუ არ ჩავთვლით დეპოლარიზაციის საკითხს, არის ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი. ამ დღეებში ჩატარდა ბრიუსელში სხდომა, მათ შორის იყო ჩემი კაბინეტიც წარმოდგენილი იმ სხდომაზე, სადაც განისაზღვრა გრაფიკი სხვადასხვა საკითხების განხორციელებისა, რაშიც საგარეო საქმეთა სამინისტროც იღებდა მონაწილეობას. მაშინ, როდესაც აქ მიდის ხანდახან უსაფუძვლო ისტერია ამ საკითხებზე, ჩვენ ვათანხმებთ იმ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა რეფორმა იქნება თუ სტრუქტურული დაახლოება, უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.