საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები – შალვა პაპუაშვილი

„საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება მართლაც ისტორიული იყო – საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ამისთვის სამივე ქვეყანას რეფორმების და ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოების ხანგრძლივი პროცესის გავლა მოუწევს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.