უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს, ეს გადაწყვეტილება აუხსნელია

საქართველოსთვის სტატუსის არ მინიჭება ევროპული პერსპექტივით ზიანის მომტანი იყო, თქვენ იმსახურებთ ამ სტატუსს – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თბილისში განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელი იყენებს იგივე ორმაგ სტანდარტებს უნგრელებთან მიმართებაში, როგორც საქართველოსთან იყენებს ახლა.

„გულწრფელად მსურდა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიეღო. პატარა სიგნალი ან მინიშნებაც რომ ყოფილიყო სტრატეგიულ ხედვაზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ჩვენ ამას გავაკეთებდით. საქართველოსთვის სტატუსის არ მინიჭება ევროპული პერსპექტივით ზიანი მომტანი იყო, ეს ჩემი მხრიდან არაა დამშვიდების მცდელობა. ბრიუსელი იყენებს იგივე ორმაგ სტანდარტებს უნგრელებთან მიმართებაში, როგორც თქვენთან იყენებს ახლა ე.წ პირობები და კრიტერიუმები, რომელიც იყო განსაზღვრული გუშინ თქვენთვის, მათი გააზრება რთულია, ზოგადი ხასიათი აქვს და ზოგ შემთხვევაში აზრს მოკლებულიც.

მათ უკან ერთგვარი მატრიცაა, ეს ემყარება მხოლოდ სუბიექტურ მოსაზრებებს ზოგიერთი ადამიანის, რომლებიც იტყვიან რომ გუშინ რაც მოხდა ეს გაურკვეველი სიტუაციაა და გული სწყდებათ. საქართველოს უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს გახდეს კანდიდატი , მისი გამოცდილებიდან და დამსახურებიდან გამომდინარე. ჩვენ გვწამს, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს. ეს არის კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა და ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მიმართ.

რისი გაკეთება შეგვიძლია ასეთ სიტუაციაში – ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია საქართველოსთვის დახმარება გავზარდოთ, ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად .მაგალითად, ავიღოთ პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება. დემოკრატია საპარლამენტო პარტიების შეჯიბრს გულისხმობს, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან. თქვენ ამის დასრულება ცხადია შეგიძლიათ, მაგრამ ეს ნიშნავს ერთპარტიულ სისტემას , როგორც კომუნისტურ დროს. ეს არ გახლავთ კონკრეტული კრიტერიუმი, ეს სრულიად სუბიექტურ თვალსაზრისს ემყარება. საქართველო იმსახურებს გახდეს კანდიდატი”, – განაცხადა სიიარტომ.