ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია ზეიმობდა წაგებულ ომს და ახლა გლოვობენ საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე

ისინი ზეიმობდნენ წაგებულ ომს და ახლა გლოვობენ საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების გადადგომაზე საუბარი არაადეკვატურია.

„ისინი ზეიმობდნენ წაგებულ ომს და ახლა გლოვობენ საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე. თქვენ გახსოვთ, მაშინ წაგებული ომის შემდეგაც არ გადადგა ხელისუფლება და ახლა ვიღაცის გადადგომაზე საუბარი არაადეკვატურია და ამას ბუნებრივია, არავითარი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.