ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს

ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საკეისრო კვეთის შემდეგ ჩვილს გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

„დაფიქსირდა ნაყოფის ერთეული გულისცემა და ნაყოფის გადარჩენის მიზნით, სასწრაფოდ შეყვანილი იქნა საოპერაციოში. პარალელურად ქალბატონზეც გრძელდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები და საკეისრო კვეთის შემდგომ, ნაყოფის ამოყვანისასაც იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება, მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა“, – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, გუშინ მარნეულში ნარმან ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ორი არასრულწლოვანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით მკურნალობას მარნეულის ,,იმედის” კლინიკაში განაგრძობენ.