„საქართველოს ხელისუფლება ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში, უკრაინელების სიკვდილით ფულის შოვნას არავის შევარჩენთ “ – დავით არახამია

„საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება“, – ამის შესახებ უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით არახამია ტელეგრამზე წერს.

დავით არახამია,იმ ქართველი მინისტრების და დეპუტატების საბანკო ანგარიშების გამოქვეყნებას გეგმავს, რომელთა გარშემო, მისი თქმით, საეჭვო ფული ბრუნავს.

„საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან მოვისმინეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს. საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. და, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდება ივანიშვილის კადრებზი, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში“, – წერს დავით არახამია.