„ქართულ ოცნებაში“ დეპოლარიზაციაში გულისხმობენ, რომ ოპოზიციამ პირში წყალი ჩაიგუბოს, დეოლიგარქიზაციაში კი გულისხმობენ, რომ ოპოზიციის ლიდერები ყოფილან ოლიგარქები – ლევან ბეჟაშვილი

„ქართული ოცნების” ულოგიკობა გასაგებია – დეპოლარიზაციაში გულისხმობენ, რომ ოპოზიციამ პირში წყალი ჩაიგუბოს, დეოლიგარქიზაციაში გულისხმობენ, რომ ოპოზიციის ლიდერები ყოფილან ოლიგარქები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ტექნიკური მთავრობის მუშაობაა, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალი და არაპარტიული ადამიანები 12- პუნქტიან გეგმაზე იმუშავებენ, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

“ქართული ოცნების” ლოგიკა თანამედროვე სახელმწიფოს გაგებასთან და იმ მოთხოვნებთან, რომელსაც ევროპა უყენებს საქართველოს, შეუთავსებელია. ამიტომ დეოლიგარქიზაციის პროცესი მოხდება და ეს მოხდება ან მათი მონაწილეობით ან ქართველ ხალხს მოუწევს აქტიური მოქმედება, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.