,,ეს არის უკიდურესი და საშიში გზა, ტრაგიკული შეცდომა” – ბაიდენი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა. წერს guardian-ი.

თეთრი სახლის ლიდერმა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტრაგიკული შეცდომა უწოდა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ სასამართლომ ამერიკა ახლა უკიდურესად საშიში გზისკენ წაიყვანა, რადგან შესაძლოა, ერთსქესიანთა ქორწინებას და კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობას საფრთხე დაემუქროს.

„ეს არის უკიდურესი და საშიში გზა, ტრაგიკული შეცდომა“, – განაცხადა ბაიდენმა.

guardian-ი წერს, რომ სულ მცირე 26 შტატი სავარაუდოდ აკრძალავს აბორტს დაუყოვნებლივ ან რაც შეიძლება მალე.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მასიური საპროტესტო აქციები დაიწყო სასამართლო შენობის წინ და აშშ-ს დიდ ქალაქებსა და პატარა ქალაქებში.

მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის პრეზიდენტმა დოქტორ იფფატ ჰოსკინსმა თქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირი დარტყმაა სხეულის ანატომიაზე.