ზელენსკიმ G7-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები და რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციები სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტიო დიდი შვიდეულის ლიდერებს ონლაინ ფორმატში ჩაერთო და რუსეთის თავდასხმის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა.

ზელენსკიმ  საჰაერო თავდაცვის სისტემები, რუსეთისთვის მეტი სანქციები და უსაფრთხოების გარანტიები ითხოვა.

“ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მისი ლიდერობით და უკრაინელი ხალხის გამძლეობით. G7-მა აჩვენა შესანიშნავი ერთიანობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.” – წერს ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.