ლაგოდეხში მანქანა 5 წლის ბავშვს დაეჯახა

ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა 5 წლის ბავშვს დაეჯახა.

დაშავებული თავდაპირველად ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, ახლა კი თბილისში გადაჰყავთ. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანას ბავშვმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.