კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრზე რაკეტის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო-გასართობ ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებულია 59 ადამიანი, მათ შორის 25 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამაშველო სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. ცნობილია, რომ ცენტრს რუსებმა 2 რაკეტა ესროლეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ბევრმა ვიზიტორმა საჰაერო იერიშის მიტანამდე მოახერხა ცენტრის დატოვება.