,,ივანიშვილის ბილბორდებით გახდა ზურაბიშვილი პრეზიდენტი” – კობახიძე

“ივანიშვილის ბილბორდებით გახდა ზურაბიშვილი პრეზიდენტი” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მოქმედი და პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსთან საუბრობს.

“თქვენ გახსოვთ, რომ ბოლოს, მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ნდობით გახდა [პრეზიდენტი]. ესეც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ვიღაცის ნდობით რომ ხდები პრეზიდენტი, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც იმის გავლენის ქვეშ ხარ მერე. აღარ არის ეს კავშირები არც იქ და არც აქ. გახსოვთ, რომ ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი. სხვანაირად უკვე შეუძლებელი იყო მეორე ტურის კამპანიის წარმოება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ეს არის წარსული” – ამბობს კობახიძე.