,,პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, ომს არ დაიწყებდა” – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში არ შეიჭრებოდა და “გიჟურ, მაჩო ომს” არ დაიწყებდა. ამასთან დაკავშირებით ჯონსონმა გერმანულ გამოცემა ZDF-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, რაც აშკარად არ არის, რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ მგონია, რომ ის წამოიწყებდა შეჭრისა და ძალადობის ისეთ გიჟურ, მაჩო ომს, როგორიც ახლა აქვს”, – თქვა ჯონსონმა.

მანვე აღნიშნა, რომ რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს, “ტოქსიკური მასკულინიზმის” მაგალითია.

“თუ გსურთ ტოქსიკური მასკულინობის შესანიშნავი მაგალითი, ეს არის ის, რასაც ის აკეთებს უკრაინაში”, – თქვა ბორის ჯონსონმა.