არანაირი მიზეზი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა შევიდეს ალიანსში საქართველო, ან სხვა ნებისმიერი ქვეყანა – ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ თქვა, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა შევიდეს ალიანსში საქართველო, ან სხვა ნებისმიერი ქვეყანა.

მისივე თქმით, ნატომ კარი უნდა გაუღოს ყველას, ვისაც ალიანსში გაწევრიანების სურვილი აქვს.

“მე მტკიცე ვარ ჩემს პოზიციაში რომ წლების განმავლობაში ნატოს საუკეთესო პოლიტიკაა ღია კარი. ეს არ უნდა შეიცვალოს. ჩვენ მხარს ღიად ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს შეუერთდეს ნატოს. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოკავშირეებთან იმისთვის, რომ დავუჭიროთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების სურვილს მხარი. ნატომ კარი უნდა გაუღოს ყველას, ვისაც ალიანსში გაწევრიანების სურვილი აქვს. თქვენ ხედავთ, რომ დღეს სამიტზე სტუმრად გვყავს ქვეყნები სხვადასხვა კონტინენტიდან. არანაირი მიზეზი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა შევიდეს ალიანსში საქართველო, ან სხვა ნებისმიერი ქვეყანა.