ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით შესაძლებელი ხდება, მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში, მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით შესაძლებელი ხდება , მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში, მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ.

კობაიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.

“ყოველივე ეს დაუშვებელია.  აუცილებად შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს. ერთად შევაჩეროთ ტოტალიტარული მოსმენები,”- აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.