,,ომში ჩართვის ან სანქციების გარეშე სტატუსს 6 თვეშიც არავინ მოგვანიჭებს” – ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები

ქართული ოცნებიდან წასულებმა – დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა ანტიდასავლური შეთქმულების თეორია გამოაქვეყნეს.

განცხადებაში ისინი ამბობენ, რომ თუ საქართველო ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის შემდეგ მიანიჭებენ.

“საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ”, – წერენ ისინი.