“ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროების 99%-ს კიდურები არ აქვს” – „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და

სამხედროების 99%-ს, რომლებიც რუსების ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს, – ინფორმაციას დატყვევებული “აზოვსტალის” დამცველის, სერგეი ვოლინას და, ტატიანა ხარკო ავრცელებს.

მისი თქმით, ზოგიერთ ჯარისკაცს არ ესმის, ზოგი კი ვერ ხედავს, ვერ ლაპარაკობს. მათ დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება და გამოკვლევა სჭირდებათ.

შეგახსენებთ, გუშინ, ტყვეთა გაცვლის შედეგად, პატიმრობიდან 144 მებრძოლი გაათავისუფლეს. აქედან 95 “აზოვსტალის” დამცველია, 43 კი უშუალოდ “აზოვის” ბატალიონის სამხედრო.