რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 35 600 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 35 600;
  • ტანკი – 1 573;
  • ჯავშანტექნიკა – 3 726;
  • საარტილერიო სისტემა – 790;
  • სარაკეტო სისტემა – 246;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 104;
  • თვითმფრინავები – 217;
  • ვერტმფრენი – 185;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 641;
  • საკრუიზო რაკეტები – 143;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 602;
  • გემი/ნავი/კატარღა – 14;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 61.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password