„სტოლტენბერგი ნაადრევად ხარობს, სკოლაში გეოგრაფია არ უსწავლია“ – ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „პუტინი უფრო მეტ ნატოს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან“.

ვოლოდინის თქმით კი, მეტი რუსეთი იქნება ნატოს საზღვრებთან.

„იენს სტოლტენბერგი იტყობინება, რომ რუსეთი თავის საზღვრებთან მეტ ნატოს მიიღებს. ნაადრევად უხარია. სკოლაში გეოგრაფია არ უსწავლია. თუ ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან ნატოს ბლოკს, მის საზღვრებზე მეტი რუსეთი იქნება“, – წერს ვოლოდინი.