,,საქართველო განიხილება, როგორც სტრატეგიული ქვეყანა შავ ზღვაზე, ნატო-მ აღუთქვა ქვეყანას მეტი თანამშრომლობა, მეტი შეხების წერტილი და წვრთნები, რაც გააძლიერებს საქართველოს” – დეიგო კოლასი

ნატო-ს მადრიდის სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დოკუმენტებში, ასევე, ნატო-ს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ის, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე გახლავთ მიწვეული და შეხვდა მრავალი ქვეყნის პრეზიდენტს, ასევე ემანუელ მაკრონს, უმნიშვნელოვანესია. შემუშავებულ იქნა დახმარების მთელი რიგი პაკეტები. საქართველო განიხილება, როგორც სტრატეგიული ქვეყანა შავ ზღვაზე. ნატო-მ აღუთქვა ქვეყანას მეტი თანამშრომლობა, მეტი შეხების წერტილი და წვრთნები, რაც გააძლიერებს საქართველოს“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.