,,ღონისძიების შემდეგ გამოჩნდა აღელვებული ანრი ოხანაშვილი, კაცს ფერი არ ედო, ისაუბრა უმძიმეს შეურაცხყოფაზე, რაც მას და მთელ გუნდს მიაყენეს” – ბექა ოდიშარია

სკოლის ასაკში არ მიმიღია სხვა სამ კაცთან ერთად, ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა, ახლა მითუმეტეს, პარლამენტის წევრი ვარ, სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა, ეს თავიდან ვერ აირიდეს.

“გიამბობთ იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე. რამდენიმე კოლეგა მივდიოდით გასასვლელისკენ ერთმანეთის მიყოლებით, ღონისძიების შემდეგ, რა დროსაც გამოჩნდა საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი, რომელსაც 6 წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს – კაცს ფერი არ ედო სახეზე, ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას და მთელ გუნდს მიაყენეს. იმის გამო, რომ ისეთ ადგილას და ისეთ თარიღზე ვიყავით, რომ ეს ჩვენ სხვა არაფრის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძეთ ინერციით გასასვლელისკენ წასვლა, რა დროსაც გამოჩნდა ვატო წერეთელი, თანმხლებ ქალბატონ კოლეგასთან ერთად და საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ვინც ეს დაიჯერა, რომ ამ აბსურდში ნუ შეყვებიან და ვინც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით აპედალირებს, რომ 4 დეპუტატი დაირაზმა ვიღაცაზე ანგარიშსწორებისთვის, სცემა და ა.შ. ეს არის სიბინძურე. თქვენგან შეჩვეული ვართ ამ სიბინძირეს და ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სხვა სამ კაცთან ერთად ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა, ახლა მითუმეტეს, პარლამენტის წევრი ვარ. სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ. ადამიანები ვცდილობდით, რომ ეს განგვემუხტა, ამას ადასტურებს თავად ვატო წერეთელი და მისი თანხმლები ქალბატონი კოლეგა. დანარჩენზე შეფასებებზე, ფაქტებზე ვისაუბროთ მას შემდეგ რაც გასაჯაროვდება კადრები,”- განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password