კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

დანიაში, კოპენჰაგენში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დაშავებულთა შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმისთვის 22 წლის დანიელი კაცი დააკავეს. მოტივი უცნობია, თუმცა პოლიცია ტერორისტულ აქტს არ გამორიცხავს.

გარდა ამისა, უცნობია მონაწილეობდნენ თუ არა მომხდარში სხვა თავდამსხმელები.