“ვისაც არ ჰქონდა ნანახი “ლიბერასტების” პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი” – თორნიკე რიჟვაძე

ალბათ, ვისაც არ ჰქონდა ნანახი “ლიბერასტების” პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი, – ასე შეაფასა გუშინ თბილისში გამართული აქცია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არავინ აპირებს.

„გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდათ ნანახი “ლიბერასტების” პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.