ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს ეყწინა, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა

“როგორც ჩანს, მან ამით გამოხატა წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინდელი აქცია ჩაუვარდა. მის განცხადებაზე რაიმე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავადაც არ იცის, თუ რატომ არ მოსწონს მმართველი გუნდის 12-პუნქტიანი გეგმა.

„მას რომ ჩაეკითხოთ, თუ რას გულისხმობდა ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს ვერ გეტყვით. შეგიძლიათ ჩაეკითხოთ, თუ რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა და ვერაფერს ვერ გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა, არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, აიგივებს თუ არა ერთმანეთთან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „არა, უბრალოდ, მათი წარუმატებლობა ეწყინა“.