უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება

უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება. როგორც  BBC წერს, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ლუგანოში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც  შმიგალმა კონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინის ინფრასტრუქტურას 100 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი ზიანი მიადგა.

„ჩვენ გვჯერა, რომ აღდგენის დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა იყოს რუსეთის და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები. რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ეს სისხლიანი ომი. მათ გამოიწვიეს მასობრივი განადგურება და მათ უნდა აგონ პასუხი ამაზე“, – განაცხადა შმიგალმა.