„ჩვენ ვართ ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა, იქნება კოვიდშემთხვევების ზრდა და პიკს ეს ზრდა მიაღწევს შემოდგომაზე” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს,  რომ COVID -19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის პიკი, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის იქნება.

„ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა. სულ რაღაც 2 კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა, მაგრამ ის, რაც კარგია, ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე.

ჩვენ ვართ ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა და მოხსნილია ყველა რეგულაცია, ყველაფერი ამის გამო, მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს, ეს ზრდა, ჩემი ვარაუდით მიაღწევს შემოდგომაზე,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.