მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ საქართველო- ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თემატური ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თემატური ჯგუფის – „სამრეწველო და საწარმოებისპოლიტიკა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობის“ მე- 7 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი გელაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა გვანცა ბიწაძემ მონაწილეობა მიიღეს.

შეხვედრაზე მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ევროკავშირის მხარეს წარუდგინეს ინფორმაცია წიაღის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, სააუბარი შეეხო სააგენტოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. თემატური ჯგუფის შეხვედრაზე სამთო-მოპოვებითი საქმიანობის გარდა, განხილულ იქნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ტურიზმი; სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა; კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველო- ევროკაშირს შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებას.