მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი თანამდებობას ტოვებს. იგი ასევე დატოვეს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტსაც,

„მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ. აშკარაა, ახლა საპარლამენტო „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ პარტიამ ახალი ლიდერი და, შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს.

ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება. დღეს დავნიშნე ახალი კაბინეტი, რომელიც იმუშავებს, რადგან მე დავრჩები მანამ, სანამ ახალი ლიდერი იქნება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.