მარია ზახაროვა: ბორის ჯონსონს თავისივე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა – ამ ამბიდან გაკვეთილია შემდეგი: არ შეეცადოთ რუსეთის განადგურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის გადადგომას გამოეხმაურა.

„ამ ამბიდან გაკვეთილია შემდეგი: არ შეეცადოთ რუსეთის განადგურება. რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები გაიტეხოთ და შემდეგ ამით დაიხრჩო. ბორის ჯონსონს თავისივე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა. მისმა თანამებრძოლებმა ის მიატოვეს”. – თქვა ზახაროვამ.

7 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

„მინდა იცოდეთ, ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ, მაგრამ ცხოვრება ასეთია”. – თქვა თანამდებობის  ბორის ჯონსონმა.