1-ელ სექტემბრამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირეწვიმა აღინიშოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორისურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.