ხულოში 15 წლის გოგოს ორსულობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ხულოში 15 წლის გოგოს ორსულობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე  დაიწყო.

მოკვლევას აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი აწარმოებს. საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც.

როგორც ხულოს რესურსცენტრში აცხადებენ, ფაქტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 15 წლის გოგონა რვა თვის ორსულია