უბილეთო მგზავრებისგან ბიუჯეტში ჯარიმის სახით შესული თანხის მოცულობა 6-ჯერ გაიზარდა

2022 წლის 7 თვეში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით ბიუჯეტში 927 654 ლარი შევიდა, ეს თანხა კი თითქმის 6-ჯერ მეტია წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, რომ 2021 წლის იანვარივლისში დაჯარიმებული უბილეთო მგზავრებისგან ბიუჯეტში 166 030 ლარის აკუმულირება მოხდა.

შეგახსენებთ, თბილისში, მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში, 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.

წყარო: bpn.ge