ხატია დეკანოიძე: ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს 12 პუნქტის და რეკომენდაციის შესრულებას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრი, ხატია დეკანოიძე ვენეციის კომისიის მიერ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მიღებულ დასკვნას ეხმაურება.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნებისრეაქცია მიუთითებს იმაზე, რომ არ აპირებენ 12 პუნქტის და რეკომენდაციის შესრულებას

დასკვნაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი, როგორც ამბობდა ამას ოპოზიცია მიღებულია ნაჩქარებად და მოითხოვს დეტალურად დასაბუთებას მმართველი გუნდს მიერ. ეს კანონპროექტი ნამდვილად არ შესაბამება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას. ამიტომ, ვენეციის კომისიის დასკვნა და ზოგადად, ექსპერტების დასკვნა, რომლებიც არიან ვენეციის კომისიაში, ამ კანონ პროექტებზე მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს:

პირველიქართული ოცნება არ აპირებს 12 პუნქტის და რეკომენდაციის შესრულებას და ყველაპროცესი, პრაქტიკულად, რომელიც მიმდინარეობს განსაკუთრებით საკანონმდებლო ჩარჩოს გასააქტიურებლად, არის იმიტაციური

მეორექართული ოცნება და მმართველი უმრავლესობა არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობის რეკომენდაციებს და მე მოგახსენებთ აქ ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც პირიქით, ბრალი დასდო ვენეციის კომისიას 

და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამოხატულება საქართველოში, პოლიტიკური მართლმსაჯულების და მათ შორის სამოქალაქო სექტორზე, ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე ზემოქმედების იარაღი გულისხმობს იმას, რომ ოცნების მიერ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების, საზოგადოების მოტყუება და სწორედ ამას ასაბუთებს და ამბობს ვენეციის კომისია, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად, მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, რაც არიქნება, იმიტომ რომ როგორც უმრავლესობა და ოცნება ამბობს, ისინი აპირებენ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას” – განაცხადა ხატია  დეკანოიძემ.