პრემიერი: ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 30 უშუქო სოფელს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წელი წარმატებული იყო ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პროექტების მიმართულებითაც.

„ – დასრულდა პროგრამა „სინათლე ყველა სოფელს”, რომლის ფარგლებში ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 30 უშუქო სოფელს.

აშენდა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური. 2016 წელი წარმატებული იყო ენერგეტიკის სფეროში.” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება