ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა მოაწეროს თუ არა ხელი. თანამდებობის პირს, განსაკუთრებით პრეზიდენტს ამას ვერავინ დააძალებს. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იყოს გარკვეული ზეწოლა.

ფრაქციაერთიანი ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის ხელმოწერა, შესაძლოა, „ქართული ოცნებისმხრიდან პრეზიდენტზე ზეწოლის შედეგი იყოს.

მისი განცხადებით, ამას ადასტურებს რამდენიმე თვის წინქართული ოცნებისმხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ რეალური შეტევა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა მოაწეროს თუ არა ხელი. თანამდებობის პირს, განსაკუთრებით პრეზიდენტს ვერავინ დააძალებს მოაწეროს თუ არა ხელი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იყოს გარკვეული ზეწოლა, რაც გულისხმობდა, თუნდაც ქართული ოცნებისმიერ გაკეთებულ განმარტებას და რეალურ შეტევას რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ“ – აცხადებს ხატია დეკანოიძე