შსს: 3 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდა

3 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა შეეზღუდაამის შესახებ განცხადება საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ატაშეების ქსელი გავაფართოვეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები უკვე 19 ქვეყანას ფარავს. ასევე, კრიმინალიზებული გახდა ორგანიზებულად საქართველოდან პირის, მიგრანტის გაყვანა იმისათვის, რომ ვთქვათ, ევროპაში უსაფუძვლოდ დარჩეს და გარკვეული ტიპის ბენეფიტები მიიღოსჩვენ აეროპორტებში გასვლის კონტროლის სისტემა ავამოქმედეთ, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ოფიცრები ადგილზევე ამოწმებენ იმ საბუთებს, რაც ევროპის აეროპორტებში უნდა შემოწმდეს და თუ ადგილი აქვს დარღვევას დოკუმენტებში, ანუ, პირს გარკვეული აკრძალვები აქვს, ბუნებრივია, მისი რეისიდან მოხსნა ხდება და მისი გამგზავრება ევროპაში აღარ ხორციელდება. 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა” – განაცხადა დარახველიძემ.