NDI-ის კვლევის თანახმად, ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) კვლევის თანახმად, ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობამ იმატა.

გამოკითხული მოსახლეობის 38% მიიჩნევს, რომ სექსუალური და გენდერული უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 18% ნეიტრალურად აფასებს, ხოლო უფლებათა დაცვას უმნიშვნელოდ თვლის 38%.

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს 18+ მოსახლეობასთან პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება. რესპონდენტების შერჩევა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით მოხდა. ინტერვიუები  ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ჩატარდა.