NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 75% უჭერს მხარს, ნატოში – 69%

ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოში პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გამოკითხული მოსახლეობის 47% თვლის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოსპ როდასავლური, ხოლო 31% თვლის, რომ პროდასავლური, თუმცა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან; 7% – პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან; 2% – პრორუსუსლი; 12% – არვიცი

მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? მისღებია – 75%; მიუღებელია – 14%; არ ვიცი – 10%;

მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი? – მისღებია – 69%; მიუღებელია – 16%; არ ვიცი – 14%;

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდასატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.