ალექსეი გონჩარენკო საქართველოს ხელისუფლებაზე: გაუგებარია მათი პოზიცია, არც იქით არიან და არც აქეთ

ჩვენ კითხვები გვაქვს თქვენს ხელისუფლებასთან. გაუგებარია მათი პოზიცია, არც იქით არიან და არც აქეთ ამის შესახებ რადას დეპუტატმამთავარ არხთანსაუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული, „ქართული ოცნება” პირველი უნდა ყოფილიყო უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.

რეალურად, უკრაინის მერე, საქართველო ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა რუსეთის მიერ, ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამიტომ საქართველოს მთავრობა უნდა ყოფილიყო პირველი უკრაინის მხარდამჭერთა რიგებში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ეს ყველაფერი პირდაპირ დაეტყო იმას, რომ საქართველომ ამის გამო კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო  განაცხადა რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ.