21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.

საქართველოს საპატრიარქო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე,  საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.

ამ დღეს მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანებული იქნება ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, –  „მანუგეშებლისასლი და აღვლენილი იქნება საზეიმო ლიტურგია.

წირვას ჩაატარებს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.  წირვაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი.

ლიტურგია დაიწყება 10:00 საათზე. ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს!“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password